თელავში ნიკა ზურაბიშვილის სახელობის ,,ველო ფესტივალი 2019,, ჩატარდა

თელავში ნიკა ზურაბიშვილის სახელობის ,,ველო ფესტივალი 2019,, ჩატარდა.

ფესტივალში, რომელიც წელს პირველად გაიმართა, სხვადახვა ასაკის მოყვარული და პროფესიონალი ველომრბოლელები მონაწილეობდნენ.

ყველაზე უმცროსი და უფროსი ასაკის მონაწილეები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს, ნიკა ზურაბიშვილის სახელობის თასი კი მის ოჯახს გადაეცა.

 

,,ველო ფესტივალი,, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს, მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ცნობისათვის, ახალგაზრდა სპორტსმენი ნიკა ზურაბიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად