თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

დასკვნით კონცერტზე ცნობილ სოლისტებთან – პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად, საფესტივალო ორკესტრმა ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩისა და შუმანის ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტს დირიჟორობდა არიელ ცუკერმანი. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს

ფესტივალის ფარგლებში  7 კონცერტი, 10-ზე მეტი მასტერკლასი გაიმართა. ასევე შედგა ახალი პროექტის “საუბრები მუსიკაზე” პრეზენტაცია.

მუსიკის ფესტივალი თელავში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ჩატარადა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად