თელავში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა

თელავში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. თვითმხილველების ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმავალ მერსედესის მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაზის სისტემიდან გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავადა ავტომობილის მძღოლი 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავდმყოფოში გადაიყვანა, ხოლო მოგვიანებით 40 წლამდე მამაკაცი თბილისში, დამწრობის ცენტრში მოათავსეს. 

წინასწარი ინფორმაციით, აალება გაუმართავმა გაზგაყვანილობამ გამოიწვია. 

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 188 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის- დაზიანება განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად