თელავში, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში, ქართულ-გერმანული კონსორციუმის ორგანიზებით, “კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის” ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, რვავე მუნიციპალიტეტის მერი, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საუბარი შეეხო სამომავლოდ მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვას და რეგიონის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად