თელავში, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატები პროცესში ნაფიცი მსაჯულების ჩართვას ითხოვენ

თელავის რაიონულ სასამართლოში ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული მაღალჩინოსანი პოლიციელის წინა სასამართლო სხდომა იმართება.

ორი ალტერნატიული ექსპერტიზების პასუხების გაცნობის შემდეგ პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალდებულს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ედავებიან. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ისინი უნდობლობას უცხადებენ პროკურატურასა და სასამართლოს და მოითხოვენ რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ცნობისათვის, ვანო ზანდარაშვილმა ზურა საჩიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ იყალთოში გასული წლის დეკემბერში მოკლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...