თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.