თელავში, მე-20 კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახეთში, კორონავირუსი კიდევ 4 მოქალაქეს დაუდგინდა, მათ შორის ერთი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები დაინფიცირებული სამხედრო მოსამსახურეა , რომელიც თელავის 20-ე კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცია. ეპიდემიოლოგები ამ წუთებში კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

კიდევ ერთი ინფიცირებული ყვარელში მცხოვრები, 70 წლის მამაკაცია, რომელსაც სხვადასხვა მძიმე ქრონიკული დაავადებები აქვს . ის სპეციალიზირებულ კლინიკაში თბილისში გადაიყვანეს.
ახმეტაში კი ვირუსი ე.წ გორის ქორწილის კლასტერის კონტაქტის ორ კონტაქტს დაუდასტურდა. ორივე მათგანი 14 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 56 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად