თელავში მარათონი “დაიბრუნე შენი ქუჩები” ჩატარდა

კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, თელავში მარათონი “დაიბრუნე შენი ქუჩები” ჩატარდა.

გამარჯვებული ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა.


40 წლამდე ქალბატონების კატეგორიაში პირველ ადგილზე ნინო ოდიშელიძე გავიდა, ამავე ასაკობრივ კატეგორიაში მამაკაცებს შორის პირველი ადგილი გიორგი ლომიძემ აიღო.

40 წლის ზემოთ მამაკაცების კატეგორიის გამარჯვებული გიორგი მამულაშვილი, ხოლო ქალბატონებს შორის გამარჯვებული მარიამ ვეფხვაძე გახდა.
გამარჯვებულები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა დააჯილდოვა.

მარათონის მონაწილეთა შორის იყო სპორტის დამსახურებულ მოღვაწე, საქართველოს ცურვის ეროვნული სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი,რომელსაც სპეციალური საჩუქარი გადაეცა.

მარათონი, თელავში უკვე მეორედ ჩატარდა და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად