თელავში მამაკაცმა მეგობარ ქალზე იძალა და ორი ადამიანი დაჭრა

თელავში, 25 წლამდე მამაკაცმა ორი ადამიანი დაჭრა. შემთხვევა გვაინ ღამით, ალაზნის გამზირზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრამდე კაცმა მეგობარ ქალზე ფიზიკურად იძალადა, მოგვიანებით კი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმები ცივი იარაღით დაჭრა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ორივე დაჭრილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა და თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც ბრალს სავარაუდოდ, დღის ბოლოს წარუდგენენ.

კომენტარები
იტვირთება...