თელავში კორონავირუსი მედიკოსს დაუდასტურდა

თელავის ერთ- ერთი საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ნიმუში გეგმიური შემოწმების დროს აუღეს.

მედიკოსი მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე სხვა სამედიცინო ცენტრის თანამშრომელია, ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
ინფიცირებული მედიკოსის განმეორებითი ანალიზის პასუხი ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ გახდება.
ეპიდემიოლოგები ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ.
ბოლო მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების 57 შემთხვევაა გამოვლენილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად