თელავში კლასიკური მუსიკის ფესტივალი დაიწყო

ამ წუთებში თელავის დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს.

ფესტივალი ცნობილი მევიოლინის კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტით გაიხსნა, რომლის დირიჟორიც არიელ ცუკერმანი იყო.

ფესტივალზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები: ჯან ჩაკმური, ნიკოლოზ ნამორაძე, ფუმიაკი მიურა, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი, გორის ქალთა კამერული გუნდი და სხვა.

პიანისტ ელისო ვირსალაძეს კონცერტები 26-29 სექტემბერს არის ჩანიშნული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 29 სექტემბერს დასრულდება.

ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით იმართება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად