თელავში, კავკასიონი არენაზე, საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას მამაკაცი გარდაიცვალა

შემთხვევა თელავი- წყალტუბოს გუნდებს შორის შეჯიბრის დროს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 70 წლის კაცი უეცრად შეუძლოდ გახდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე მისთვის პირველადი დახმარება თვითმხილველებმა სცადეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.

კომენტარები
იტვირთება...