თელავში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა დასრულდა (ფოტორეპორტაჟი )

ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც წელს თელავი უკვე მესამედ მასპინძლობდა დღეს დასრულდა.

სხვადახვა ნომინაციაში გამარჯვებული ცხოველები საზეიმოდ დააჯილდოვეს. ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ ,,აიპრესს,, ერთერთი მონაწილე, რეზო ბენიძე ესაუბრა.

,,170 ჯიშის 555 ძაღლმა მიიღო წლევანდელ გამოფენაში მონაწილეობა, ეს ამ ეტაპისთვის უპრეცედენტო რაოდენობა გახლავთ, ვინაიდან 2017 წელს გამოფენაში 50 ჯიშის 350-მდე ძაღლი მონაწილეობდა, ხოლო 2018 წელს 70 ჯიშის 450-მდე ძაღლი.

მე, მაგალითად, მამაჩემის, გია ბენიძის სახელობის თასი გადავეცი გამარჯვებულ ძაღლს. მამაჩემი 2017 წელს გარდაიცვალა და საქართველოს კინოლოგიურმა ფედერაციამ მისი თასი იმიტომ დააწესა, რომ დიდი წვლილი მიუძღოდა ქართული ნაგაზის გამრავლებისა და ზოგადად, საზოგადოებაში ცხოველის მოვლის კულტურის დანერგვის საქმეში. უკვე მესამე წელია აქტიურად ვარ ჩართული გამოფენაში და ვეხმარები ფედერაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან გვყავდა წარმომადგენელი და მომავალი წელი, უფრო მასშტაბური და სიურპრიზებით სავსე იქნება.,,- განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას რეზო ბენიძემ. ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა, საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებით თელავში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად