თელავში “ერეკლეობა 2019” მიმდინარეობს

ერეკლეობა 2019-ის ფარგლებში ღონისძიებები დილიდან დაიწყო. მეფის კარის ეკლესიაში ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.

კულტურული, გასართობი ღონისძიებები ქალაქის მთავარ მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყება. გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის, ბექა ხუცურაულის ნამუშევრების გამოფენა, ჩატარდება ფესტივალის “ერეკლეობა 2019” მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია, დასახელდებიან საპატიო თელაველები, გალა კონცერტი 16:00 საათზე დაიწყება, მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მერაბ სეფაშვილი, მაია ბარათაშვილი და ჯგუფი “ფრენდ საიდი” დღეს კი გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად