თელავში covid-19-ის 5 შემთხევაა დაფიქსირებული

სექტემბიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 73 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მიხედვით ინფიცირებულ პირთა განაწილება ასეთია: ახმეტა -19 გურჯაანი -9 დედოფლისწყარო -2 ყვარელი -12, სიღნაღი – 6 ლაგოდეხი -20 თელავი – 5.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ინფიცირებულთაგან 21 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 1 საკარანტინე სივრცეშია, 8 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 43 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

საკარნტინე 3 სივრცეში (სასტუმროში) ამჟამად იზოლირებულია 55 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 222 მოქალაქე.
გასული კვირის განმავლობაში აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილ იქნა 1810 ნიმუში. სულ კახეთის რეგიონში დღემდე აღებული და ტესტირებულია 27399 ნიმუში, რომელთაგან 8637 მედპერსონალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად