თელავში ბუნებრივი აირის სადგურზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე ბუნებრივი აირის სადგურზე აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აფეთქების შედეგად დაიწვა  მსუბუქი ავტომობილი, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო – სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად