თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლთან ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ოთხი მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

ახალგაზრდები თავისა და მუცლის ღრუს დაზიანებებით ყამბარაშვილის კლინიკასა და თელავის რეფერალურ კლინიკებში არიან მოთავსებულნი.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად