თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის წრიულთან ერთმანეთს ,,ფორცვაგენისა,, და საგზაო სამმართველოს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ, სატვირთოს გომბორის გზის მიმართულებით მუშები გადაჰყავდა.

დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, ერთი ადამიანი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ფორცვაგენის მარკის ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და დამუხრუჭება დროულად ვერ შეძლო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...