თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

ერთმანეთს “ფორდ ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსი და “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაზიანებები მიიღო ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,მომხდარზე გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები
იტვირთება...