თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა თელავი – ახმეტის დამაკავშირებელ გზაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ იყალთოში “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. შეეჯახების შედეგად მძღოლმა მრავლობითი დაზიანება მიიღო და უგონო მდგომარეობაში მყოფი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დაღვევის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...