თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა.

ავარიის შედეგად დედა და მისი ორი შვილი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეებს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი გზას კვეთდნენ. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

მედიკოსების ინფორმაციით, მძიმეა ქალისა და 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად