თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღაზიას შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...