თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. აღმაშენებლის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს “ნისანისა” და “ტოიოტას”მარკის ავტომობილები შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ძლიერი შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი მოცურდა და რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარ მამაკაცს შეეჯახა.
30 წლამდე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები “აიპრესს” უყვებიან, მამაკაცი სოფელ კურდღელაურში ავტოსამრეცხაოზე მუშაობდა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისეტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად