თელავში ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომლის ფასადიდან ქვები ცვიოდა, სპეციალური ბადით შეიფუთა

თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომლის ფასადიდან ქვები ცვიოდა, სპეციალური ბადით შეიფუთა.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია არ იგეგმება, ვინაიდან კერძო საკუთრებაა, სახლი ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.


ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ვახტანგ გაგნიძის თქმით, სახლის ფასადიდან სისტემატიურად ცვიოდა ქვა, რაც გამვლელების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.

“მისი რეაბილიტაცია არ იგეგმება, ეს არის კერძო საკუთრება. სახლიდან ცვივა ქვები, მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად სახლი მთლიანად შეიფუთა ავარიული შენობებისთვის საჭირო ბადით, რათა ქვების ჩამოვარდნის შემთხვევაში, ქვა არ გადავარდეს შორს და გამვლელებს და ტრანსპორტს საფრთხე არ შეუქმნას. მერიამ 5 000 ლარის ღირებულების ბადე გაზაფხულზე შეიძინა და ვაპირებთ მსგავსი ავარიული შენობების შესაფუთად მის გამოყენებას”,- განუცხადა “აიპრესს” გაგნიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...