თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

 თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთერთშელაპარაკება უძღვოდა.

კისრის მიდამოში მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

“37 წლის მამაკაცი ჩვენთან შემოიყვანეს ცოტა ხნის წინ. აქვს ზედაპირული ჭრილობები კისრის მიდამოში, პირველადი დახმარება უკვე გაეწია, დამუშავდა ჭრილობები. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის.”- განუცხადა “აიპრესს” რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

“აიპრესი” ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად