თელავში აგვისტოს ომის 11 წლის თავისადმი მიძღვნილი აქცია/პერფორმანსი “გვახსოვს” გაიმართა

თელავში აგვისტოს ომის 11 წლის თავისადმი მიძღვნილი აქცია/პერფორმანსი “გვახსოვს” გაიმართა.

ახალგაზრდები და ,,სამოქალაქო მოძრაობის,, წევრები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას. პერფორმანსის მონაწილეებმა ჯარისკაცებისადმი და მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი მიძღვნილი წერილები წაიკითხეს და 8 საათსა და 8 წუთზე გზავნილები ჰელიუმის ბუშტის დახმარებით ცაში გაუშვეს.

“ჩვენი აქცია სიმბოლიზმით გვინდოდა ყოფილიყო დატვირთული. სიმბოლური წერილები გამოხატავს ახალი თაობის დამოკიდებულებასა და მადლიერებას ომში დაღუპულთა მიმართ.

“გვახსოვს” აგვისტოს ომი და არასოდეს დაგვავიწყდება საქართველოს ერთიანობისთვის გაღებული მსხვერპლი.” – განაცხადა სამოქალქო მოძრაობის” წევრმა არჩილ მჭედლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად