თელავში აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა გარევაჭრობის აკრძალვა მოითხოვეს

თელავში აგრარული ბაზრის 100-მდე მოვაჭრე შეიკრიბა და გარევაჭრობის აკრძალვაა მოითხოვ

თელავში აგრარული ბაზრის 100-მდე მოვაჭრე შეიკრიბა და გარევაჭრობის აკრძალვა მოითხოვა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მოქალაქეები სასურველ პროდუქტს გარეთ ყიდულობენ და ბაზარში აღარ შედიან. ამ სიტუაციამ კი, ისინი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა და დახლის მოსაკრებელისა და საბანკო კრედიტების გადახდას ვეღარ ახერხებენ.

„მთელი დღე ბაზარში ვდგავართ და ვერაფერს ვყიდით. გარემოვაჭრეები გადასახადს არ იხდიან, ჩვენ კიდევ ვეღარც ბანკის გადასახადს ვიხდით და ვეღარც დახლისას. შიგნით დახლები ცარიელია და ესენი არ შემოდიან, გადასახადები რომ არ გადაიხადონ. ჩვენსავით გადაიხადონ ქირის ფული 200 ლარი და დადგნენ“, – აცხადებენ მოვაჭრეები.

აქციის მონაწილეებს გარემოვაჭრეებიც შუერთდნენ. როგორც ისინი ამბობენ, არ მოსწონთ დახლების განლაგება და ბაზარში შესვლაზე ამიტომ აცხადებენ უარს.

მოვაჭრეების აქციაზე კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე მივიდა. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ორშაბათიდან გარევაჭრობა იკრძალება. ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები გარემოვაჭრეებს უკვე ჩაბარდათ.

„ხელისუფლებამ განახორციელა მთელი რიგი ქმედებები, რომ ორშაბათიდან ალაგმული იყოს ეს ყველაფერი. საკრებულომ ოპერატიულად მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ დაიდგას საგზაო ნიშნები და მოწესრიგდეს მოძრაობა, დასუფთავების სამსახურს დაევალა, რომ ყოველ საღამოს ეს ადგილი მოწესრიგდეს. მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანაში რა მდგომარეობაა და ყველა ვალდებულები ვართ, დავიცვათ სისუფთავე“, – აცხადებს კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად