თელავში 60 წლამდე მამაკაცს გველმა უკბინა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში 60 წლამდე ასაკის მამაკაცს გველმა უკბინა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მამაკაცი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მას გველის საწინააღმდეგო შრატის გაკეთება არ დასჭირდა. ამ დროისთვის პაციენტი სახლშია გაწერილი.

“მამაკაცი,რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის, სოფელ კურდღელაურში მუშაობდა, რა დროსაც მას გველმა უკბინა. ის დროულად იქნა მიყვანილი საავადმყოფოში, დაახლოებით 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ და შემდეგ ექიმებმა სახლში გაწერეს.მამაკაცს გველის საწინააღმდეგო შრატის გაკეთება არ დასჭირვებია, სავარაუდოდ გველი არ იყო შხამიანი. ზოგადად კახეთში, შხამიანი ქვეწარმავალი ძალიან იშვიათად გვხვდება, სიცოცხლისთვის საშიში გველები უფრო დედოფლისწყაროს მხარეს ბინადრობენ,,- განუცხადა “აიპრესს: დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა. ცნობისათვის, ივლისის თვეში გველის დაკბენის სულ სამი შემთხვევა გამოვლინდა, ორი დედოფლისწყაროს, ერთი კი თელავის მუნიციპალიტეტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...