თელავში, 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის მამაკაცი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა.მოსამართლე ზვიად შარაძემ, დაცვის მხარი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილა და ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვა.პროცესს ესწრებოდა 85 წლის ომარ გამყრელიძეც. დაკავებული ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ცნობისათვის, ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა.ამჯერად გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას ედავება. სოფელ ყანსაურაში სასტიკი მკვლელობა 3 მაისს მოხდა, 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს, დაჭრილი ქალი, რომელიც ომარ გამყრელიძის მეუღლე იყო, რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცავალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...