თელავში, 35 წლის ქალმა სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა

თელავის მუნიციპალიტეტში 35 წლის ქალმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვლილი სოფელ იყალთოში ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბოლო დროს, სხვადასხვა სახის დამამშვიდებელ პრეპარატებს იღებდა.

სოფელში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა თვითმკვლელობის მიზეზი, სწორედ გარდაცვლილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

ქალს ერთი, მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...