თელავის უნივერსიტეტი საპილოტე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადავიდა.

“თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმოკლეს დროში ძალიან კარგად გაართვა თავი ამ სწავლების მეთოდს. დეტალური ინსტრუქცია მიცემული აქვს ყველა სტუდენტსა და პროფესორ- მასწავლებელს. სტუდენტებისთვის სწავლება ცხრილის მიხედვით წარიმართება”, – განაცხადა უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო კახაშვილმა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისტანციური სასწავლო რეჟიმი 1 აპრილამდე გაგრძელდება. უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად