თელავის ცენტრში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს

სიმბოლურ ღილაკს ხელი ბავშვებთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის მერმა დააჭირა.

საახალწლო განწყობაზე ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ბენდებმა იზრუნეს.

ნაძვის ხის ირგვლივ შეკრებილ ბავშვებს თოვლის პაპა, ელფებთან ერთად ეწვია და სახალისო თამაშების შემდეგ პატარებს საჩუქრები დაურიგა.

ახალი წლის ღამეს თელავის ცენტრალურ მოედანზე კონცერტს ჯგუფი “ფრენდ საიდი” გამართავს. კონცერტი ფოერვერკით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად