თელავის სოფელ კისისხევში, სამარშუტო ტაქსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცნობილია, რომ ინფიცირებულ მამაკაცს ბოლო სამი დღის განმავლობაში თელავი-კისისხევის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავდა.

მამაკაცი ამ დროისთვის ცხელების ცენტრშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თვითიზოლაციაში იმყოფება მისი მეუღლე.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში Covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 72 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად