თელავის სამ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში 160 ადამიანი იმყოფება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოევრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თელავის სამ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში 160 ადამიანი იმყოფება.

მისივე თქმით, საქართველო- აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები- პუნქტიდან საქართველოს მოქალაქე ხუთი მოქალაქე პირდაპირ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს, რადგან მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

“198 ადამიანი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება. მეთვალყურება მოეხსნა 5 პირს, ხოლო 11 ადამიანი, თვითიზოლაციაში თბილისშია .
თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სამი ადამიანი საკარანტინო ზონაში პოლიციამ იძულების წესით მოათავსა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აუცილებელია დავიცვათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები, რათა კორონავირუსის შიდა შესაძლო გავრცელება მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად