თელავის საკრებულოში ლაფანყურის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა

ხმაური იყო თელავის საკრებულოში, სადაც სოფელ ლაფანყურის მოსახლოება ჰესის მშენებელი კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებოდა. შეხვედრა პროტესტის ნიშნად საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ დატოვა, მიზეზად კი გარკვეულ საკითხებზე მოსახლეობის უარგუმენტო პოზიცია დაასახელა.

შეხვედრაზე, რომელიც 3 საათს გაგრძელდა, შეთანხმდნენ, რომ მშენებარე კომპანია დამატებით სხვადასხვა დოკუმენტაციას გარემოს დაცვის სამინისტროს წარუდგენს, მათ შორის ჰესის მშენებლობის შემთხვევაში შესაძლო რისკების შესახებ და ამ მონაცემებს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია დეტალურად შეისწავლის.ამპროცედურების გავლის შემდეგ კი მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ცნობისათვის, ლაფანყურის მოსახლოება სოფლის სიახლოვეს მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, ჰესის აშენების შემთხვევაში, სოფელი სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩება და განადგურდება ფლორა და ფაუნა.

თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა ეკოლოგიური საფრთხეები გამორიცხეს და განმარტეს, რომ ჰესის მშმენებლობა გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას მოახდენს.

რაც შეეხება პროექტიდან მოსახლეობისთვის მოსალოდნელ სარგებელს, კომოანიის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ლაფანყურში მოეწყობა და სრულად შეიცვლება სამელიორაციო სისტემა, აშენდება ახალი ხიდი, წყლის სათავე ნაგებობა და იმდენი ადგილობრივი დასაქმდება, რამდენსაც თავად სოფელი გადაწყვეტს.

არასამთავრობ სექტრში მიაჩნიათ, რომ კომპანიას სოციალურ- ეკონომიკური დასაბუთება არა აქვს და ამ საკითხით შესაბამისი სახელმწიფო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მშენებარე კომპანია “ართანა- ლოპოტა” 5,9 მგვტ სიმძლავის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად