თელავის საკარანტინო სივრციდან პოლონეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში გადაჰყავთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მამაკაცი, რამდენიმე დღის წინ პოლონეთიდან ჩამოვიდა.

“ახალგაზრდა მამაკაცი, პოლონეთიდან ჩამოვიდა. მას არ აქვს ტემპერატურა, მაგრამ აღენიშნება ხველა. ვემზადებით, რომ მოქალაქე გადავიყვანოთ თბილისში, სადაც მას შესაბამის ანალიზებს გაუკეთებენ”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ცნობისათვის, თელავში სულ სამი საკარანტინო სივრცეა, სადაც 133 მოქალაქეა მოთავსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად