თელავის საავადმყოფოში 4 კაცი ინტოქსიკაციით შეიყვანეს

ყვარილის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუედან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით ოთხი მამაკაცი გადაიყვანეს გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ღვინის საწარმოს მშენებლობაზე მომუშავე მამაკაცების მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალი ან საკვები პროდუქტი გამხდარიყო.

“4 მამაკაცი შემოიყვანეს, მათ ჩაუტარდათ გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

სავარაუდოდ ეს იყო კვებითი ინტოქსიკაცია, ამბობდნენ რომ ძეხვი შეჭამეს. რა გახდა მათი მოწამვლის ზუსტი მიზეზი, ამას შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს” – განუცხადა “აიპრესს” თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა, ხათუნა ჭონიაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...