თელავის რეფერალური საავადმყოფო დღეიდან იმ მოქალაქეების მიღებას იწყებს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი აღმოაჩნდება

კლინიკის დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით პაციენტებს ანალიზებს ადგილზე აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან.

საავადმყოფომ პაციენტების მიღება გუშინ შეაჩერა და სტაციონარიდან მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს.

პაციენტების მიღება შეაჩერა თელავის ცენტრალურმა საავადმყოფომაც.

ცნობისათვის, ბოლო ინფორმაციით, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 452 მოქალაქე იმყოფება. რეგიონში კორონა ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად