თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ არც ერთ პაციენტს Covid-19 არ დაუდასტურდა

ორ შუახნის მამაკაცს და ერთ ქალბატონს, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით გუშინ მოათავსეს, COVID19 არ დაუდასტურდათ.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხები ცოტა ხნის წინ მიიღეს. ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სავარაუდოდ დღეს ღამით ან ხვალ დილით გაწერენ.

შუახნის მამაკაცები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ დღის მეორე ნახევარში მოათავსეს, ხოლო ქალბატონი კი საღამოს გადაიყვანეს. მამაკაცებს ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდათ, ხოლო ქალს კი მხოლოდ ტემპერატურა ჰქონდა. მათ ჰქონდათ კორონავირუსის გავრცელების მხრივ რისკ ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, რის გამოც მედიკოსებმა COVID19-ზე ანალიზების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამ ეტაპზე კახეთში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად