თელავის რაიონულ სასამართლოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის გოგონას საქმეზე, სასამართლო პროცესი დაიწყო

თელავის რაიონულ სასამართლოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის გოგონას საქმეზე, სასამართლო პროცესი დაიწყო.

 

საქმეზე ბრალი თელავის პოლიციის სამმართველოს ყოფილი გამომძიებელს, რობერტ მანუჩარაშვილს აქვს წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მანუჩარაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ გზაზე მოპედით მოძრავ ორ დას შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შეჯახების შედეგად, ერთ- ერთი და ადგილზე გარდაიცვალა.
მანუჩარაშვილის ადვოკატის განცხადებით, ის პასუხისმგებლობას არ გაქცევია და სამართალდამცავებს ნებაყოფლობით ჩაბარდა.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში, 2020 წლის ნოემბერში მოხდა. გარდაცვლილი გოგონას მამა სოფელ ჩუმლაყის და ვაზისუბნის ტაძრების წინამძღვარია. სასულიერო პირი ბრალდებულის დასჯას არ ითხოვს და არც სასამართლო პროცესებს ესწრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მყოფის მიტოვებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...