თელავის პირველი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

მედიასთან განცხადება კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, თელავში, გურჯაანში, სიღნაღსა და ყვარელში დროებით შეჩერდა გუნდური მეცადინეობები სპორტში, მუსიკასა და ცეკვაში.

„კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, კერძოდ თელავში, გურჯაანში, სიღნაღისა და ყვარელში, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისიწიენებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბავშვთა ასაკის ჯგუფების მობილობის და თავშეყრის შემცირების შესახებ, კერძოდ დროებით შეჩერდა გუნდური მეცადინეობები“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

ცნობისათვის, პირველი საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. თვითიზოლაციაში იმყოფება ყველა ის პირი, ვისაც ინფიცირებულ მასწავლებელთან ჰქონდა შეხება. სკოლის სხვა პედაგოგებს კი ტესტირება უტარდებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად