„თელავის,, ფეხბურთელებს მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყეს

საფეხბურთო კლუბ „თელავის,, ფეხბურთელებს მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყეს ფეხბურთელებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  და გულშემატკივრები ფეხბურთელებს  თელავის თეატრთან დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.

ცნობისათვის, 12 წლიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბი „თელავი“ კვლავ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

პლეი ოფის მეორე მატჩში რევაზ გოცირიძის გუნდმა საფეხბურთო კლუბი„რუსთავი“ 2:1 დაამარცხა.

მეტოქის კარში გოლები ფირუზ მარაქველიძემ და თორნიკე ძოწენიძემ გაიტანეს. თელავის საფეხბურთო გუნდმა “რუსთავს” პირველ მატჩშიც მოუგო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად