თელავის ნაწილს 30 და 31 მარტს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 30 მარტის დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტში კერძოდ, სოფელი შალაურის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.

ხოლო, 31 მარტს დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ თელავში შემდეგი ქუჩების ჭავჭავაძის, დ. აღმაშენებლის, რუსთაველის, დავითაშვილის, თამარ მეფის, რობაქიძის, თბ. გზატკეცილის, მაგამედოვი კონსტიტუციის, ქიაჩელის, გონაშვილის, გლეხის, ჩოდრიშვილის, გორგასლის, ვატიას, ქლუხორის, გუდიაშვილისა და ჰამლეტ გონაშვილის მაცხოვრებლებს შეუწყდებათ ბუნებრივი გაზის მიწოდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „თელავგაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 16 114.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად