თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე უკვე მოახერხეს,მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. აალება სავარაუდოდ ელექტროსისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად