თელავის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

პროფილაქტიკის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

დეზინფექცია ტარდება სპორტულ სკოლებში, მუსიკალურ სასწავლებლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, ბიბლიოთეკებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში.
დაწესებულებები სპეციალური ხსნარით მუშავდება.
ცნობისათვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში დეზინფექციის ჩატარების გამო საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა 2 მარტიდან 16 მარტამდე.

კომენტარები
იტვირთება...