თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ კონდოლთან, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი ჯერ ამოტრიალდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა მანქანის მძღოლი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად