თელავის მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობის პროგრამა დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის მასშტაბით უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობის პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" ქალაქის მერმა დაუდასტურა.

შოთა ნარეკლიშვილის თქმით, პროგრამა უკვე ამუშავდა და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ცხოველების გარკვეული რაოდენობა სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანა.


„თელავის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის“ შესახებ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ოფიციალურად დაიწყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, იგი უზრუნველყოფს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების უმტკივნეულო მეთოდით ტერიტორიიდან გაყვანას, თავშესაფარში განთავსებას და მათ სამედიცინო დამუშავებას.
აღნიშნული პრობლემა თელავის მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში წარმოადგენდა ერთ-ერთ მწვავე საკითხს, რომლის მოსაგვარებლად თანამედროვე ცივილური მეთოდების გამოყენება პირველად განხორციელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღონისძიება არ არის ერთჯერადი ხასიათის და იგი გაგრძელდება პრობლემის სრულ მოგვარებამდე",- განუცხადა "აიპრესს" შოთა ნარეკლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად