თელავის მუნიციპალიტეტს 5 თვის განმავლობაში 4 464 ტურისტი ეწვია

თელავის მუნიციპალიტეტს იანვრიდან მაისის ჩათვლით 4 464 ტურისტი ეწვია, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

“ვაწარმოებთ სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების და ჩვენთან შემოსული ვიზიტორების სტატისტიკას. მიმდინარე წლიდან, ჩვენ ვინიშნავთ ასევე თელავის მუზეუმისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მისული სტუმრების მონაცემებსაც. ძირითადი ნაკადი შემოვიდა რუსეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან. წელს საოჯახო სასტუმროები და მარნებიც დაემატა, ასე რომ საკმაოდ მრავალფეროვანი სანახაობა ელოდებათ ვიზიტორებს ჩვენს მუნიციპალიტეტში,“- განაცხადეს ტურიზმის განვითარების განყოფილებაში.

თუმცა განყოფილებაში იმასაც არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე თელავის მუნიციპალიტეტში რუსი ტურისტების ვიზიტები შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...