თელავის მუნიციპალიტეტს 150 ათასი ლარის ღირებულების ტრაქტორები გადაეცა

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის და თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული მერების შეთანხმების ინიციატივის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტს 150 ათასი ლარის ღირებულების ტრაქტორები გადასცა.

ტრაქტორები გამოყენებული იქნება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ნარჩენების (ვაზის ხარშვის ნარჩენები) შესაგროვებლად, რაც შემდგომ წარმოშობს ბიომასას ორი ადგილობრივი საბავშვო ბაღის გასათბობად. აღნიშნული გათბობის სისტემის შედეგად გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი,შემცირდება ემისიების გამოყოფა და გათბობის ხარჯები.

ტექნიკა მუნიციპალიტეტს პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ ფარგლებში გადაეცა.

პროექტის მიზანია „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტის
შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებისა და
ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის შესასრულებლად, იმ
საინვესტიციო პროექტების განხორციელების გზით, რაც თანხვედრაშია
მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატის
სამოქმედო გეგმებთან (მეკსგ).

ცნობისათვის, „მერების შეთანხმება“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც სათავეს იღებს 2008 წლიდან და აერთიანებს ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ ხელისუფლებების მმართველობებს ნებაყოფლობით განახორციელონ ევროკავშირის კლიმატისა და მდგრადი ენეგეტიკული პოლიტიკის ამოცანები.

საქართველოში მერების შეთანხმების ხელმომწერი 23 მუნიციპალიტეტი და
თვითმმართველი ქალაქია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად