თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა

ძლიერი სეტყვა იყო თელავსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში.
სტიქია რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

,,მოულოდნელად დაიწყო პირდაპირ მშრალი სეტყვა, საშინელი ხმა იყო ირგვლივ, თუმცა რამდენიმე წუთში, როგორი სწრაფადაც დაიწყო ასევე შეჩერდა სეტყვა და გაწვიმდა. დაახლოებით კაკლის ზომის სეტყვა იყო.,, – აცხადებენ ადგილობრივები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლებიდან ინფორმაციის მიღება, თუმცა ამ ეტაპზე სერიოზული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად